დაკავება კირნათში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 

03 ივლ 2025

კირნათის დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა  უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე  დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა,  საქართველოს საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან  გადმოკვეთეს.

გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით მიმდინარეობს.