ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება

04 ივლ 2025

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება.

ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს „შატო ზეგაანს“ შორის.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.