უკრაინის დარტყმები მოსკოვის ოლქსა და როსტოვზე

04 ივლ 2025

მოსკოვის ოლქზე უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა. სერგეევ პოსადის რაიონის ხელმძღვანელის ოქსანა  ეროხანოვას განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. 

გარდა ამისა,  უკრაინულმა მხარემ დრონებით შეუტია როსტოვის ოლქის რამდენიმე ქალაქს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

მილეროვსკის რაიონის სოფელ დოლოტინკაში უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო რამდენიმე აეროპორტში ფრენები დროებით შეიზღუდა.