ნაყინის საწარმოების მონიტორინგი

04 ივლ 2025

ნაყინის ნიმუშებში შეუსაბამობები არ გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყებამ ნაყინის საწარმოები და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა. 

ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი.

აკრედიტებულ ლაბორატორიაში უკვე გამოკვლეულია ნაყინის 100-მდე ნიმუში.