ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

06 ივლ 2025

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.

ეძებენ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ. მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.