ბათუმი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

06 ივლ 2025

ბათუმი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა სუფსაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობითვე, ფაქტზე ადმიმისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო - დაზიანებულია ავტომობილი.

მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.