სკოლების ინფრასტრუქტურა - სამუშაო შეხვედრა

09 ივლ 2025

სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს განათლების მინისტრი შეხვდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა რეგიონული განვითარების მინისტრიც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით იმსჯელეს მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე, რომელიც  სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.