აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა

10 ივლ 2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორივე სახელმწიფოსთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკაა სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. 

შეხვედრის ფარგლებში სულხან თამაზაშვილმა ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო.