მასწავლებელთა გამოცდა

15 ივლ 2025

საგნის,უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები გრძელდება. დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას  ქართულ ენასა და ლიტერატურაში,მათემატიკასა და  ბუნებისმეტყველებაში ,ასევე აზერბაიჯანულ და  სომხურ ენაში აბარებენ.საგამოცდო პროცესი 4 საათიანია და პირველი სესია 13 საათზე უნდა დასრულდეს .მეორე სესიაზე საგამოცდო პროცესს  აბიტურიენტებიც შეუერთდებიან, ისინი დღეს გეოგრაფიის   საგამოცდო ტესტს დაწერენ.   მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის მიმდინარე წელს  24 300-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული .რეგისტრირებული  აბიტურიენტების  რაოდენობა კი 39 000 ია .ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველა აპლიკანტისთვის  23 ივლისს დასრულდება.