NDI: 5 % გაზრდილია მოქალაქეების რიცხვი, ვინც ეკლესიის მუშაობას ცუდად აფასებს

14 მაი 2017

გასული ორი წლის განმავლობაში, მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ შემცირდა, ვინც ეკლესიის მუშაობას "ძალიან კარგად" აფასებდა.

NDI კვლევების მიხედვით, მართლმადიდებლური ეკლესიის მუშაობას "ძალიან კარგად" წელს 14% მიიჩნევს, 2015 წელს კი მის საქმიანობას ასე 43% აფასებდა. 

გაზრდილია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ამ ინსტიტუტს მუშაობას "კარგად" აფასებს. 2015 წელს 32 პროცენტი თვლიდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია "კარგად" მუშაობდა, წელს ასე 44% ფიქრობს.

გაზრდილია 5 % იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ნეგატიურად აფასებს ეკლესიის მუშაობას, 2015 წელს გამოკითხული მოქალაქეების  1% არ მოწონდა ამ ინსტიტუტის მუშაობა, წელს 6% აფასებს მას ცუდად.   "ძალიან ცუდად" მხოლოდ 1%  და ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებმაც ეკლესიის მუშაობის შეფასებაზე უარი განაცხადა, მათი რიცხვი 2015 წელს 8% იყო, წელს 11%-ია.