ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი

16 ივლ 2025

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი. ამჯერად სამართალდამრღვევმა  ბოლნისში, სახელმწიფო ტყეში 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.  სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, წელს ქვემო ქართლში მსგავსი სამართალდარღვევის 26 შემთხვევა დაფიქსირდა.