საქართველოს ელჩის შეხვედრა ეუთო/ოდირ-ის დირექტორთან

16 ივლ 2025

 ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი  წარმომადგენელი  ალექსანდრე მაისურაძე ეუთო ოდირის დირექტორს შეხვდა.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით 7 ივლისს გავრცელებული განცხადების თაობაზე.

აუდიენციის დროს   ელჩის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთო-ს ძირითადი ღირებულებებისა და ვალდებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულება.      ამასთან, ელჩმა შეშფოთება გამოხატა მარია ტელალიანის განცხადებასთან დაკავშირებით.    აღინიშნა, რომ ორგანიზაციის დირექტორის  განცხადება ხელს არ უწყობს ქვეყანაში კონსტრუქციული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.