პოლონეთმა უსაფრთხოების მიზნით საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა

17 ივლ 2025

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა. უწყების განცხადებით, საქართველოს 20 და მოლდოვის 9 მოქალაქის დეპორტაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდა.

სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლონეთიდან დეპორტირებული ერთ-ერთი ქართველი ქურდობისთვის 12-ჯერ არის ნასამართლევი.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.