ნანა ძაგნიძე ჭადრაკის ქალთა მსოფლიო თასის მეოთხედფინალშია

18 ივლ 2025

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ქალთა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში ნანამ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი დაამარცხა.  ძირითადი დროის ფარგლებში ანგარიშით 1.5:0.5 და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხედფინალში ნანა სატურნირო რეიტინგ-სიის ლიდერს, ლეი ტინგჟის დაუპირისპირდება.  ქალთა მსოფლიო თასი ჭადრაკში ბათუმში იმართება.

მედლებისთვის ბრძოლას 16 საუკეთესო მოჭადრაკე, მათ შორის ორი ქართველი - ლელა ჯავახიშვილი და ნანა ძაგნიძე აგრძელებენ.

ფიდეს მსოფლიო თასზე ჭადრაკში 150-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.