''პირველი ქართული სკოლა ბათუმში'' - გამოფენა

18 ივლ 2025

,,პირველი ქართული სკოლა ბათუმში’’ - ამ სახელწოდებით ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში გამოფენა მოეწყო. საგამოფენო სივრცეში პირველი ქართული სკოლის მაკეტი წარმოადგინეს, ასევე ბათუმში მოღვაწე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტო-მასალები, მათ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გრიგოლ ვოლსკის პირადი ნივთები.

კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია ჭავჭავაძე, რომელსაც სკოლის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღოდა.  

პირველი ქართული სკოლა 1881 წლის 23 მარტს გაიხსნა.