აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

19 ივლ 2025

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

მათი მთავარი მოთხოვნა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ისინი პროტესტს უცხადებენ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.

მსვლელობას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

დედაქალაქის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა შეკრება 8 საათზე დაიწყეს.