საქართველოს საზღვრთან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 ივლ 2025

ინგუშეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბიძგები თბილისის დროით 16:20 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.