მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი ყაზახეთში 

21 ივლ 2025

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს