ძიუდოისტი საბა ბოლქვაძე ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

23 ივლ 2025

ძიუდოისტი საბა ბოლქვაძე ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია. 

საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს პირველი მედალი მოიპოვა: ძიუდოისტი საბა ბოლქვაძე - 50კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში საბა ბოლქვაძემ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი იპონით დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.