ბაღდათში, თევზაობის დროს ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

23 ივლ 2025

ბაღდათში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ დიმში მოხდა. 38 წლის მამაკაცი კაშხალის მიმდებარედ, მდინარეზე ანკესით სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.