პრეზიდენტის ვიზიტი

15 მაი 2017

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ  ''თავისუფლების კარიბჭის'' მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალი ცივი ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას ჩეხოსლოვაკიის 400-მდე მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 2005 წელს გაიხსნა. გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში 17 მაისს დასრულდება.