ნეთანიაჰუ გმობს მაკრონის გადაწყვეტილებას აღიაროს პალესტინის სახელმწიფო 

25 ივლ 2025

ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის მკაცრად გმობს პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო თელ-ავივის გვერდით, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „აჯილდოებს ტერორს და კიდევ ერთი ირანული მარიონეტის წარმოშობის რისკს ქმნის, ისეთივეს როგორიც არის ღაზა.