ბათუმის თოჯინების თეატრში 88-ე თეატრალური სეზონი დაიხურა

26 ივლ 2025

,,მოხერხებული ბაყაყი ჩიკო’’ - სპექტაკლით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის 88-ე თეატრალური სეზონი დაიხურა.

ეზოპეს იგავ-არაკების მიხედვით სპექტაკლი რეჟისორებმა ნინო დავითაშვილმა და ვლადიმერ ბიბილეიშვილმა დადგეს.

სპექტაკლი მაყურებელს ესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: სიმამაცე, თავდადება, გონიერება, განათლება, მეგობრობა და მოხერხება.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ახალი თეატრალური სეზონი სექტემბერში დაიწყება.