შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

26 ივლ 2025

განცხადებას ავრცელებს შვედეთის საგარეო უწყება.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას'' – აღნიშნულია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ამასთან, შვედეთის საგარეო უწყებას გაზიარებული აქვს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება, სადაც დაგმობილია ევროკავშირის ელჩზე პერსონალური თავდასხმები.