ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა

28 ივლ 2025

ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა. მათ ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

სანქცირებულ პირებს შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი, ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ვიქტორ მეტრეველი, მარი მეშველიანი, ნათია ტატიაშვილი, სულხან თამაზაშვილი, მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი, რაჟდენ კუპრაშვილი.