ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

29 ივლ 2025

რვა ოპოზიციური პარტია, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, 2 აგვისტოს ბათუმში  აქცია-მარშს გამართავენ. ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა გუშინ საღამოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, შაბათს 20 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკთან შეიკრიბებიან და  ქალაქის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.