თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

30 ივლ 2025

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმის სადგურთან მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ლიანდაგზე მატარებლის გასწრებას ცდილობდა.  ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მატარებელი დაახლოებით ერთი საათი გაჩერებული იყო.