სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

31 ივლ 2025

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მონაცემების მიხედვით,  მიმდინარე წელს რეკონსტრუქცია-აღდგენა  ჩაუტარდა 35 სპორტულ მოედანს, საიდანაც 4 სრულად განახლდა. უკვე დასრულდა ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, რაფიელ ერისთავის  ქ.#50-ის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია.