მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" განცხადება

31 ივლ 2025

პაატა ბურჭულაძემ   ბრიფინგი გამართა, სადაც  ქართველ ხალხს  მიმართა  და  4 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ  მოუწოდა, თქვა რომ ეს იქნება ეროვნული კრება, ივანიშვილის მმართველობის დასამხობად. შეკრება 16 საათზე დაიგეგმა.

ბურჭულაძემ  განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, მისი თქმით, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასევე აღნიშნა, რომ მისი  მიმართვის ადრესატი ქართველი ხალხია და არა რომელიმე პოლიტიკოსი ან  პარტია.