31 ივლ 2025
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ინვესტიციების, სახმელეთო ტრანსპორტის, ჰიდროგრაფიისა და საზღვაო სფეროს, რკინიგზისა და სხვა მიმართულებით. ხაზი გაუსვეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით.