2 აგვისტოს, ბათუმში “ევროპული მარში” გაიმართება - სტუდენტების და ლექტორების ნაწილის განცხადება

31 ივლ 2025

ბათუმში სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა ბრიფინგი გამართეს.

მათივე განცხადებით, ისინი 2 აგვისტოს ბათუმში "ევროპულ მარშს“ აანონსებენ, რომელიც ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გაგრძელდება.

მათი თქმით, მთავარი მოთხოვნებია ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.