კობახიძე - “მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ”

01 აგვ 2025

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს დიალოგისკენ მოუწოდებს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტიდან გამოგზავნილ  წერილებს საბჭოთა კავშირის დროინდელ დეპეშებს უწოდებს.  „დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ევროსტრუქტურებიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.