სასამართლომ ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

01 აგვ 2025

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.