კორეის დელეგაციამ საქართველოს დაცული ტერიტორიები მოინახულა

02 აგვ 2025

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის ეროვნული პარკების სამსახურის ბუხანსანის ეროვნული პარკის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ეროვნული პარკების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა რამდენიმე დაცული ტერიტორია, მათ შორის, ყაზბეგის ეროვნული პარკი დაათვალიერეს.