სროლა მონტანაში - დაღუპულია 4 ადამიანი

02 აგვ 2025

მონტანაში ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა დილას მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. 45 წლის კაცი, რომელიც კაფე ბარის გვერდით ცხოვრობდა, მიმალვაშია.

უცნობია რა გახდა სროლის მიზეზი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.