რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ნიკოლაევსა და ხარკოვის ოლქზე

03 აგვ 2025

რუსეთის არმიამ მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევსა და ხარკოვის ოლქის დასახლებებზე. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაჩნდა ხანძარი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშვდა 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე ადამიანს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევსა და ბალაკლეაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაშავდა 3 პირი. თავდასხმის სამიზნე კერძო საცხოვრებელი უბანი გახდა.

ბალაკლეაში დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაიჭრა 1 ადამიანი.