შუამთობა და ზიპლაინის გახსნა ჩირუხში 

04 აგვ 2025

დღეს ჩირუხში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

დღესვე დაგეგმილია ევროპაში ყველაზე გრძელი, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინის ოფიციალური გახსნა. 

14:00 საათიდან დაიწყება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსამბლები, ასევე ურსა და გორდელა. დასკვნით ნაწილში კი დიჯეი ჩიკი იზრუნებს სტუმრების განწყობაზე.