დაკავება საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 

04 აგვ 2025

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ  ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა  სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ხოლო სხვა ორი ბრალდებული  უკანონოდ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.