საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

05 აგვ 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც თურქმენეთი ქალაქ ავაზაში მასპინძლობს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები კოლეგებსა და გაეროს მდივანთან.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.