პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

05 აგვ 2025

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით.

პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება.