16 დეკ 2025
ევროპელი ლიდერები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ლიდერები მიესალმებიან მნიშნველოვან პროგრესს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.
ისინი ასევე მიესალმებიან პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდებს შორის, აგრეთვე ევროპულ გუნდებს შორის, ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში მჭიდრო მუშაობას.ისინი თანხმდებიან, რომ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ითანამშრომლონ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ევროპის უსაფრთხოებას დაიცავს.