16 დეკ 2025
არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა - უკრაინა არ აპირებს, დონბასი რუსეთის ტერიტორიად დე იურედ ან დე ფაქტოდ აღიაროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინას არ სურს დონბასის რუსეთისთვის გადაცემა, რის გამოც შეერთებული შტატები კომპრომისის პოვნას ცდილობს.მისი თქმით, ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებში მთავარი აქცენტი ტერიტორიულ საკითხზე კეთდება, თუმცა კონსენსუსი არ არსებობს.
მან არ გამორიცხა, რომ თუ პუტინი გაანადგურებს ნებისმიერ დიპლომატიურ შესაძლებლობასა და მისწრაფებას - როგორც უკრაინულს, ასევე ევროპულს - აშშ სანქციებით ზეწოლას მოახდენს რუსეთზე და უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის.