გამომგონებლების კონკურსი „ ლენარდო და ვინჩი“

16 დეკ 2025

გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის"გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიიღო.
გივი მიქანაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან ერთად, კონკურსის გრან-პრის მფლობელი და პირველ ადგილზე გასული პროექტის მონაწილეები სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვა. კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი” შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.