გარემოს დაცვის საკითხებზე მოსწავლეებთან  შეხვედრები გაიმართა

16 დეკ 2025

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები ჩატარდა.შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების  და მისი შემცირების მიდგომების გაცნობა.
განიხილეს  ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე,საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები მოიცავდა პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და ინტერაქტიულ აქტივობებს.