800-მდე დევნილი ოჯახში ბინას ახლადაშენებულ კორპუსებში მიიღებს

16 დეკ 2025

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით  საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. 4 ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელს ბინას  800 დევნილი ოჯახი მიიღებს.  მშენებლობის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 მილიონ 971 ათას 596 ლარს შეადგენს.   დევნილთა სააგენტომ, რუსთავში, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში, განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასების პროცესი უკვე დაიწყო.

რუსთავში, იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახის განსახლება მომდევნო წელს იგეგმება. მშენებლობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ  და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა  დაათვალიერეს.