16 დეკ 2025
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის: ისლანდიის, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის , კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს, პანამის რესპუბლიკის, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.