შეფასებები მართვის მოწმობის აღდგენასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

16 დეკ 2025

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების საკითხებს ეხება.

2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.  

მათ შორის ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს. ამნისტია არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის მძღოლს, რომელსაც ადამიანის დაზიანება/ გარდაცვალება მოჰყვა.