საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან - არის მსხვერპლი

07 აგვ 2025

საფრანგეთში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამხრეთ ოდის რეგიონში ხანძარი მოცულობით პარიზზე დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ხანძარს უკვე მოჰყვა მსხვერპლიც, ამ დროისთვის დაღუპულია 1 ადამიანი. დაზიანებულია სოფლები და განადგურებულია სულ მცირე 25 სახლი.

ცეცხლი 15 ათას ჰექტარზეა გავრცელებული და მის ჩაქრობაში 2 ათასზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული. 2500-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.