საქსტატი - საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 215 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა

16 დეკ 2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტით, ანუ 214.9 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – მშენებლობა , საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება. საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797 ლარი, ხოლო კაცების – 2 738 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146 ლარი,  კაცებში – 287 ლარი შეადგინა