დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

16 დეკ 2025

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, და თავდაცვის ძალების მეთაური, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.  

ღონისძიებაზე ითქვა, რომ „სამინისტროსა და ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, 2024-2025 წლებში მილიონ ნახევარი ლარის მობილიზება მოხერხდა.

ამავე პერიოდში, სამინისტრომ ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარი გამოყო, რაც დაჭრილ-დაშავებული მეომრების სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" კომპანია „სილქნეტის“ პატრონაჟით 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებასა თუ საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებზე ზრუნვაა.

ფონდი თავდაცვის უწყებასთან ერთად დაჭრილ მებრძოლებს სამედიცინო მომსახურებით, თუ უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით უზრუნველყოფს.